შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე სარაჯიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ნოვოროსიის(ოდესა) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1917 წელს. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში. 1924–1925 წლებში სამუშაოდ მივლინებული იყო მოსკოვში(გ. როსოლიმოს კლინიკა), ხოლო 1927–1928 წელს–საფრანგეთში(გ. გილენის კლინიკა). 1937-1961 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროპათოლოგიის კათედრას. 1958 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტს. პეტრე სარაჯიშვილმა შეისწავლა ეპილეფსიის პათოგენეზი და კლინიკური კლასიფიკაცია, კაროტიდული სინუსის გავლენა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე. მან პირველმა აღწერა ნეირო-აქილიური სინდრომი და სხვ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1936), პროფესორი(1937), ნევროპათოლოგი. წყარო: ქსე: ტ.9.–თბ.,1985.–გვ.100
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |