The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ძუკუ ლოლუა

ძუკუ ლოლუა
ოფიციალური სახელი:პორფილე ლოლუა
დაბადების თარიღი:8 აპრილი, 1877
გარდაცვ. თარიღი:9 აგვისტო, 1924  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვალონი, ხობის რაიონი.

1897–1898წწ. ჩამოაყალიბა ხალხური გუნდი და 1903 წლამდე მართავდა კონცერტებს დასავლეთ საქართველოში; გამოავლინა მრავალი მეგრული ხალხური სიმღერა; მღეროდნენ მეგრულ, აფხაზურ და სვანურ სიმღერებს; 1911 წლიდან მოღვაწეობდა სოხუმში; მან საფუძველი ჩაუყარა საგუნდო ხელოვნების განვითარებას აფხაზეთში, აქ, მან მალე გუნდისთვის 80 კაცი შეკრიბა, გუნდი გარდა კვირისა, ყოველდღე მეცადინეობდა; გუნდში მონაწილეობდნენ მეგრელი, აფხაზი, გურული, იმერელი, სვანი მომღელები; რეპერტუარში, მეგრულთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა აფხაზურ სიმღერებს, რომლებიც მან სოფელ-სოფელ სიარულით შეაგროვა, ფონოგრაფზე ჩაიწერა და დაისწავლა; 1904 წლის 25 სექტემბერს გუნდმა პირველი კონცერტი ჩაატარა დიდი წარმატებით; მისი ზრუნვით აფხაზეთში ქართული კულტურის კიდევ ერთი მძლავრი კერა გაჩნდა, გაჭირვებით მიღწეული გასტროლი სოჭში ასევე დიდი წარმატებით ჩატარდა; 1910-1911წწ. გუნდის რეპერტუარი მეგრული და აფხაზური სიმღერების გარდა გურული, იმერული, სვანური სიმღერებით გამდიდრდა; 1914 წელს გუნდმა საკონცერტო მოგზაურობა მოაწყო დასავლეთ საქართველოს ქალაქებში; დიდი პოეტის აკაკი წერეთლის იუბილეზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ძუკუ ლოლუას გუნდი თბილისში მიიწვიეს; 1917 წელს პირველად გამოვიდა თბილისში კონცერტით, რასაც აღფრთოვანებით შეხვდა მსმენელიც და პრესაც; 1919 წელს ფოთში დააარსა "ქართული ხალხური სიმღერების მოყვარულთა საზოგადოება" და მოწაფე ქალ-ვაჟთა გუნდები; 1921 წელს იგი დასავლეთ საქართველოს სახალხო გუნდების ინსტრუქტორად დაინიშნა; მან დაამუშავა და გუნდების რეპერტუარში დაამკვიდრა მრავალი 100-ზე მეტი მეგრული და სხვა კუთხის სიმღერა; დაგვიტოვა მრავალი ჩანაწერი, სადაც თავისი პუბლიცისტური ნიჭი გამოაჩინა, თავის ნაწერებში იგი იცავს ქართული ჰანგის თვითმყოფადობას, ქართული გალობის სამხმოვანებას, საკომპოზიტორო ხელოვნების "ორეულად" მიიჩნევს ხალხურ მუსიკას; იგი სიცოცხლის ბოლო წლებში ცდილობდა, ორგანიზება გაეკეთებინა ქართული მომღერლებისა და კომპოზიტორების კონფერენციისათვის, სადაც ქართული სიმღერის პრობლემებზე იმსჯელებდნენ; მას სამართლიანად უწოდებენ "მეგრული სიმღერის პატრიარქს"; მისი სიკვდილის შემდეგ დასავლეთ საქართველოს მომღერალთა უკვე საქვეყნოდ ცნობილ კოლექტივს "ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერის გუნდი" ეწოდა.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 158; ვიკიპედი -თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


გააზიარე: