The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ მუშკუდიანი

თენგიზ მუშკუდიანი
Date of birth:12 June, 1927
Date of death:2 July, 2023  (at 96 years)
Burial location:მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Singer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1955 წელს (ვოკალური).

1954 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა ბანის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ბორისი, პიმენი (მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), მეფისტოფელი (გუნოს "ფაუსტი"), მეწისქვილე (დარგომიჟსკის "ალი"), დონ ბაზილიო (როსინის "სევილიელი დალაქი"), გალიცკი (ბოროდინის "თავადი იგორი"), ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილის "დაისი", "ლატავრა"), ხევისბერი(ო. თაქთაქიშვილის "მინდია"), შერგილი (რ. ლაღიძის "ლელა"), მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), დონ ჯოვანი (მოცარტის "დონ ჯოვანი"); სრული დიაპაზონის ლამაზი და სასიამოვნო ტემბრის ბანმა, მუსიკალობამ, არტისტულმა გარეგნობამ მას აღიარება მოუტანა; გადაღებულია კინოში ("აბეზარა", "დიდოსტატის მარჯვენა"); პედაგოგიურ მუშაობას ეწევა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში, მისი დირექტორი იყო 1985–2005წწ., ასევე კონსერვატორიაში (პროფესორი).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 190; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.364

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

Share: