შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე წუწუნავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი. 1900 წელს მსახიობად ჩაირიცხა ქუთაისის თეატრის დასში, სადაც მუშაობდა ლადო მესხიშვილის ხელმძღვანელობით. 1910 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდია სარეჟისორო განხრით. იყო კ. სტანისლავსკის შემოქმედებითი პრინციპების გამგრძელებელი. 1910 წლიდან ალექსანდრე წუწუნავა სხვადასხვა დროს მუშაობდა ჭიათურის თეატრში, თბილისის სახალხო სახლში, ქართულ და რუსულ თეატრებში, სარატოვის, ბაქოს ქართულ და სხვა თეატრებში. მან დიდი როლი ითამაშა ქართული პროფესიული რეჟისორული ხელოვნების განვითარებაში. დრამატულ სცენებზე დადგმული აქვს შემდეგი სპექტაკლები: გ. დ ანუნციოს "იორიოს ასული", გ. გედევანიშვილის "მსხვერპლი", ნ. გოგოლის "რევიზორი", ა. ყაზბეგის "არსენა", ა. სუმბათაშვილის "ღალატი", ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?", "ჯანყი გურიაში"(ე. ნინოშვილის მიხედვით), ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან" და სხვ. 1915–1955 წლებში იგი სათავეში ედგა თბილისის საოპერო თეატრს, იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, მთავარი რეჟისორი. იყო ეროვნული ოპერის შექმნის ერთ–ერთი ორგანიზატორი და პირველი ქართული ოპერების– დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე", მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი", შ. მშველიძის "ამბავი ტარიელისა", პირველი დამდგმელი. ალექსანდრე წუწუნავამ დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კინოხელოვნებაში. იგი იყო ქართული ეროვნული კინემატოგრაფიის ფუძემდებელი. გადაღებული აქვს ფილმები: პირველი ქართული მხატვრული ფილმი "ქრისტინე"(1916, მისივე სცენარის მიხედვით), "ხანუმა" (1946), "ორი მონადირე" (1926), "ვინ არის დამნაშავე?" (1925), "ჯანყი გურიაში" (1928) და სხვ. თეატრალური მოღვაწე. მის სახელს ატარებს ოზურგეთის დრამატული თეატრი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.–თბ.,1987.–გვ.351 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |