The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცეცილია წუწუნავა

ცეცილია წუწუნავა
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1892
გარდაცვ. თარიღი:4 სექტემბერი, 1956  (64 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია  მასწავლებლის წოდებით  1911 წელს. 1912-1913 წწ. მოღვაწეობს ოზურგეთსა და ბათუმში სცენისმოყვარედ. 1913-1916წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სოხუმში. პარალელურად გამოდის სცენებზეც. 1920–1926 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, 1926–1928 წლებში თბილისის "წითელ თეატრში", 1928–1956 წლებში კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: სალიხე  (ნ. ნაკაშიძის "ვინ არის დამნაშავე?"), კაროჟნა(დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"), მაკა  (შ. დადიანის "კაკალ გულში"), დარეჯანი(ი. ჭავჭავაძის "კაცია–ადამიანი?!"), ანა ანდრეევნა(ნ. გოგოლის "რევიზორი"), მარსელინა(ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ლირსა  (პ.კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"). მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კინოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მარინე  ("ქრისტინე", 1916), სალიხე("ვინ არის დამნაშავე?", 1925) კნეინა  ("ქეთო და კოტე", 1948), ეფროსინე  ("ჭრიჭინა", 1953) და სხვ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.–თბ.,1987.–გვ.352; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.63-64

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: