Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ონიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ლენტეხი, ლენტეხის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1998–2001წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შეასრულა მთავარი პარტიები ვერდის, პუჩინის, ზ. ფალიაშვილის ოპერებში; 2001 წლიდან იყო მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტი; 2001–2003წწ. გაიარა სტაჟირება "ლა–სკალას" თეატრში, აქვე შედგა მისი საზღვარგარეთული დებიუტი; 2001 წლიდან ასერულებს მთავარ პარტიებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საოპერო თეატრის სცენაზე; 2005 წლიდან ის კვლავ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია; მართავს გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში(ბრაზილია, იტალია, მექსიკა, საფრანგეთი, უნგრეთი, იაპონია); ასრულებს ტენორის მთავარ პარტიებს ვერდის("ტრავიატა", "აიდა", "დონ–კარლოსი", "ბალ–მასკარადი", "ტრუბადური", "რიგოლეტო"), პუჩინის("ტოსკა", "ჩიო–ჩიო–სანი", "ბოჰემა"), ბიზეს("კარმენი"), ზ. ფალიაშვილის("აბესალომ და ეთერი", "დაისი") ოპერებში; ფლობს ლამაზი ტემბრის ძლიერ ხმას(ტენორი). წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 200 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |