The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ დიასამიძე

ანზორ დიასამიძე
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ცინარეთი, შუახევის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ბიოლოგია–გეოგრაფიის ფაკულტეტი 1964 წელს.

1969 წლიდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 2006 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიური დეპარტამენტის სრული პროფესორი და იმუნოგენეტიკის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის გამგეა; მისი კვლევის ძირითადი სფეროა ციტრუსების, ჩაისა და ზოგიერთი ხეხილოვანი მცენარის სელექციისა და გენეტიკის პრობლემები; მისი ბოლო პერიოდის გამოკვლევა ეხება სისხლის ერითროციტული ჯგუფის ანტიგენების გენოგეოგრაფიას აჭარის მოსახლეობის პოპულაციაში და მათ ასოცირებას სხვადასხვა სახის პათოლოგიასთან; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1996).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.401; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ. 248

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია

  • ბიოევოლუცია : სახელმძღვ. უნ-ტის საბუნებისმეტყვ., სას.-სამ. და სამედ. ფაკ. სტუდ. (ავტორი). - ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 2008. - 744გვ.
  • გენეტიკა : სახელმძღვ. უმაღ. სასწ. ბიოლოგიის სპეც. სტუდ. (თანაავტორი). - ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1998. - 456გვ.

გააზიარე: