შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გლახა ციციშვილი![]()
ბიოგრაფიაგლახა ციციშვილი იყო XVIII საუკუნის I ნახევრის შუა წლების აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, ბოლნისის მოურავი. 1747 წელს მიემხრო აბდულა–ბეგს და იბრძოდა ერეკლე II–ის წინააღმდეგ. 1749 წელს ერეკლემ აიღო ბოლნისი, აბდულა–ბეგის სხვა მომხრეებთან ერთად გლახა ციციშვილი დააპატიმრა და თბილისში მიიყვანა. დაპატიმრებულთა განთავისუფლების საფასურად აბდულა–ბეგმა დათმო ბირთვისის ციხე. გლახა ციციშვილმა მონაწილეობა მიიღო პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში, რისთვისაც, დარბაზის გადაწყვეტილებით, ენა ამოჰკვეთეს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.–თბ.,1987.–გვ.235
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |