შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესიკ კოჭლამაზაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს. 1976–1979წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის ასპირანტი; 1979–1987წწ. - ასისტენტი; 1987–1989წწ. - უფროსი მასწავლებელი; 1989 წლიდან - ამავე კათედრის დოცენტი; 1991–1992წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიური ანატომიის ასოცირებული პროფესორი; ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა გერონტომორფოლოგიის, იმუნომორფოლოგიის, აუტოიმუნური პროცესების შესახებ. უმაღლესი კატეგორიის პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ლიმფოიდური ორგანოების მორფოლოგიურ ცვლილებათა ასაკობრივი თავისებურებანი ნორმასა და ექსპერიმენტული აუტოიმუნური კარდიომიოპათიის დროს", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "გნოტობიონტების იმუნოკომპეტენტური ორგანოების მორფოლოგიური თავისებურებანი პოსტნატალურ ონტოგენეზში", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.164; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.343 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |