შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სულიკო კუპრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1967 წელს. 1967–1970წწ. იყო მოსკოვში ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1970–1972წწ. თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის განყოფილების გამგე; 1978–1990წწ. მორფოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990 წლიდან სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგეა. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ინფექციების პრობლემას, პლაფერონის როლს ონკოლოგიაში, იმუნოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ვირუსული და მიკრობული ინფექციების მოდელირება უჯრედულ და ორგანულ კულტურებში"(თბ., "მეცნიერება", 1985), "ექსპერიმენტული გრიპის მიმდინარეობა და მკურნალობა იმუნოდეპრესიის პირობებში"(თბ., "მეცნიერება", 1986). ვირუსოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ნეირამინიდაზის ფუნქციური მნიშვნელობა გრიპისა და პარაგრიპის ინფექციის დროს", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.165
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |