შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაკახეთის მეფე ალექსანდრე I–ის უმცროსი ძე და მისი პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი; ალექსანდრე I–ის შვილები – გიორგი II(ავგიორგი) და დიმიტრი ბატონიშვილი პირველობისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ; კომფლიქტი იმანაც გააღრმავა რომ გიორგისაგან განსხვავებით ალექსანდრე I და დიმიტრი ბატონიშვილი ქართლის სამეფოს მიმართ მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრეები იყვნენ: "რამეთუ ძმანი არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა"; ამასთან ალექსანდრე, სამეფო პოლიტიკის გატარებისას, უმეტესად დიმიტრი ბატონიშვილს ეყრდნობოდა და შესაბამის დავალებებსაც მას აკისრებდა; მეფემ დიმიტრი ბატონიშვილი შირვანს შაჰ ისმაილთან წარგზავნა, სადაც იგი პატივით მიიღეს; ელჩობა წარმატებით დასრულდა და დიმიტრი ბატონიშვილი სამშობლოში "ნიჭითა და ზავითა მშვიდობისათა" დაბრუნდა; დაპირისპირება ძმებს შორის აშკარა კომფლიკტში გადაიზარდა, გიორგიმ მამა მოკლა, ხოლო "ძმასა თუალები დასწვა"; გამეფებულმა ავგიორგიმ (1511-1513) თვალდათხრილი დიმიტრი ბატონიშვილი კახეთში არ დააყენა; დიმიტრი ბატონიშვილი ცოლ–შვილით ქართლში გადავიდა და გარკვეული დროით მცხეთაში სვეტიცხოველს "შემოეხუეწა"; მას თვალდამწვარი უწოდეს, მის შთამომავლებს კი – თვალდამწვრიანები; მეფემ იგი "არჩინა", რასაც მისი შვილების ამ კუთხით დამკვიდრება და რანგით ჩამოქვეითება მოჰყვა; დიმიტრი ბატონიშვილის შთამომავალნი დავით თვალდამწვრიანისაგან დავითიშვილებად იწოდებოდნენ, მათგან მომდინარეობს ბაგრატიონთა სამეფოს სახლის დავითიშვილ–ბაგრატიონების განშტოება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.434
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |