The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ლობჟანიძე

გია ლობჟანიძე
დაბადების თარიღი:11 მაისი, 1956  (68 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1979 წელს.

1980–1981წწ. - თბილისის II საავადმყოფოს ინტერნი; 1983–1984წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1983–1984წწ. - გარდაბნის რაიონის ქირურგი; 1984–1987წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1987–1994წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ქირურგიის კათედრის ასპირანტი; 1994–1996წწ. - ამავე კათედრის დოცენტი; 1991 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1999 წლიდან – დეკანი; 1996 წლიდან  - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  ქირურგიულ სნეულებათა №3 კათედრის პროფესორი; 1989–1993წწ. მუშაობდა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე, რუსეთის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში. 1983–2002წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის თანამშრომელი. 2002–2006წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის №4 კათედრის პროფესორი; 2006–2009წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ფაკულტეტის კერძო ქირურგიის მიმართულების სრული პროფესორი; 1998–2002წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 2002–2004წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური კლინიკის დირექტორი; 2009–2012წწ. პ. შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის ქირურგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 2012 წლიდან ამავე ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2018–2019წწ. აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი; 2012 წლიდან – შპს საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს გენერალური დირექტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ზოგადი ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი. ავტორია 167 სამეცნიერო შრომის, 2 მონოგრაფიის, 3 მეთოდური რეკომენდაციის. კვლევის თემა: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დიაგნოსტიკა, კლინიკა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1998).

საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თორმეტგოჯა ნაწლავის პოსტბულბარული წყლულების კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კუჭის წყლულის კლინიკა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები", დაიცვა 1994 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.169; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.344; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.401

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგიული საზოგადოება , წევრი
  • თბილისის ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები, წევრი (1971-1973)
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტთან არსებული ქირურგიის სადისერტაციო საბჭო , სწავლული მდივანი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნაკრები , წევრი (1973-1979)
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ჩემპიონატებისა და თასის პრიზიორი
  • ქირურგთა ინტერნაციონალური კოლეჯი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - ღირსების ორდენი
  • 1991 - ქ. ტლანტას (აშშ) საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: