Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ შავიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭანიეთი, ოზურგეთის რაიონი. სწავლობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. სიმღერასა და ლოტბარის ხელოვნებას ეუფლებოდა ჯერ არტემ ერქომაიშვილთან, შემდეგ ვ. სიმონიშვილთან, 1936-1937წწ. მღეროდა სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში; სწავლის პერიოდში გახდა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი-მოკრიმანჭულე, ანსამბლის ლოტბარი არტემ ერქომაიშვილი იყო; 1957 წელს ოზურგეთის კულტურის სახლთან დააარსა ანსამბლი "შვიდკაცა", ანსამბლთან ერთად კონცერტებს მართავდა სსრკ–ის ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში; "შვიდკაცას" პარალელურად ის ხელმძღვანელობდა სოფელ ქაქუთის გუნდს; მან შეკრიბა და აღადგინა მრავალი ქართული ხალხური სიმღერა; 1974 წლიდან ხელმძღვანელობდა ბავშვთა ანსამბლ "კრიმანჭულს", რომელიც თავად დააარსა; ამან დასაბამი მისცა რაიონებში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების შექმნას; იყო გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ლოტბარი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 308; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.284 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |