შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეო შიუკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1925 წელს, პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1933 წელს (სავიოლინო). ეწეოდა მრავალმხრივ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი და სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის მუსიკოსი (I ვიოლინო); 1927 წლიდან იყო პედაგოგი, 1933 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1950 წლიდან პროფესორი; საქართველოს რადიოგადაცემებში, 1935-1952წწ. ძირითადად, თავის დასთან, პიანისტ ვანდა შიუკაშვილთან ერთად ასრულებდა ბეთჰოვენის, ბრამსის, შუმანის სონატებს; 1945–1947წწ. იყო სიმებიანი და სასულე საკრავების კათედრის გამგე, 1945–1952წწ. საორკესტრო ფაკულტეტის დეკანი, 1952–1976წწ. ვიოლინოსა და ალტის კათედრის გამგე; 1934 წლიდან პარალელურად მუშაობდა ზ. ფალიაშვილის სახელობის სპეციალურ სამუსიკო ათწლედში; მისი მოწაფეები არიან: ლ. ისაკაზე, გ. ხატიაშვილი, რ. გვასალია, ე. ბათიაშვილი. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 311; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.184; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.247 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |