| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გერასიმე კალანდარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნიგოითი, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1861 წელს დაინიშნა ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად, სადაც 13 წლის განმავლობაში მუშაობდა. იგი არა მარტო კარგი მასწავლებელი და გამოცდილი მეთოდისტი იყო, არამედ დროის მოთხოვნილების სიმაღლეზე მდგარი თეორიული ცოდნით აღჭურვილი პედაგოგი და ავტორი რიგი პუბლიცისტური სტატიებისა და პოლემიკური წერილებისა ("დროება", "მნათობი", "კრებული"). "რუსული ენის დაწყებითი პრაქტიკული კურსი ქართველთათვის, შედგენილი გ. კალანდარიშვილის მიერ" პირველად 1866 წელს გამოიცა თბილისში, მეორედ - 1868 წელს. მას შემდეგ ის ავტორის სიცოცხლეში არ გამოცემულა. მისი ხანმოკლე ღვაწლი ერთგვარი სათავე გახდა ქართული პედაგოგიკური აზროვნების იმ მტკიცე მაგისტრალისა, რომელიც შემდეგ იაკობ გოგებაშვილმა გაავლო. იგი სიტყვითა და საქმით ემსახურებოდა სახალხო განათლების დიდ საქმეს. ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

