შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კუბლაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო კრიხი, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1879 წელს. იმავე წელს ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში; 1883 წელს სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა დეკანოზი პავლე ჩუდეცკი, რომელიც ცნობილი იყო თავისი დაუნდობლობით. მან სემინარიაში სასტიკი რეჟიმი შემოიღო. რექტორმა მაშინ მიუსწრო დავითს, როდესაც იგი ნეკრასოვის ბიოგრაფიას კითხულობდა. 1885 წელს იგი სემინარიიდან "მგლის ბილეთით" გარიცხეს. ორი წელი ეძებდა სამსახურს, ბოლოს გორში მოეწყო კერძო მაწავლებლად. 1889 წელს მუშაობა დაიწყო ბათუმში, როტშილდის კანტორაში. 1896 წელს ჩავიდა სოფელ ნიკორწმინდაში, იყიდა პატარა სახლი, გააკეთა ორი გრძელი მერხი, მოუყარა თავი თხუთმეტამდე ბავშვს და გახსნა სკოლა. მისმა სკოლამ ექვსი წელი იარსება; 1902 წელს იგი სამრევლო სკოლად გადაკეთდა და დირექტორად დანიშნეს. მისი უშუალო ხელმძღვანელობით 1912 წელს ააშენეს ნიკორწმინდის სასკოლო შენობა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამ შენობაში გაიხსნა შვიდწლიანი სკოლა, 1934 წელს - საშუალო სკოლა. მისი ინიციატივით სოფელ ნიკორწმინდაში გაიხსნა კოოპერატივი "ყაირათი". 1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების დახმარებით და მისი დამსახურებით გაიხსნა სამიკითხველო, მან სამკითხველოს 300-მდე წიგნი შეწირა, შვიდი წლის განმავლობაში მისი გამგე და ხაზინადარი, გამგეობის თავმჯდომარე და მზრუნველი იყო; მის სახელთანაა დაკავშირებული ნიკორწმინდაში საფოსტო განყოფილების დაარსებაც. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.219 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |