Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლიანა მალვენიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი აწყური, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1967 წელს. 1967–1969წწ. იყო რესპუბლიკის სეს ექიმი–ეპიდემიოლოგი; 1969 წელს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1983წწ. სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის თანამშრომელი; 1995 წლიდან ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი. ავტორია 33 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თანამედროვე ეპიდემიოლოგიის აქტუალურ საკითხებს. ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "საავადმყოფოს შიდა სალმონელოზის ეპიდემიოლოგიური თავისებურება ქალაქ თბილისის ბავშვთა სომატურ სტაციონარებში", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.180
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |