The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არამ ხაჩატურიანი

არამ ხაჩატურიანი
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1903
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 1978  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ქ. ერევანი
კატეგორია:დირიჟორი, კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თავდაპირველი მუსიკალური განათლება მიიღო მოსკოვში, გნესინების სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1929 წელს, შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში (1934).

დიდი წარმატება ხვდა მის პირველ სიმფონიას (1934), ფართო აღიარება მოუპოვა მას საფორტეპიანო (1936) და განსაკუთრებით სავიოლინო (1940) კონცერტებმა; ომის წლებში მან შექმნა ცნობილი ნაწარმოებები: მე–2 სიმფონია (1943), ბალეტი "გაიანე" (1942), ხოლო შემდგომ წლებში – კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისათვის (1946), ბალეტი "სპარტაკი" (1954); 60–იან წლებში დაწერა კონცერტ–რაფსოდიები ვიოლინოს (1961), ჩელოსა (1963) და ფორტეპიანოსათვის (1968); მას დაწერილი აქვს მუსიკა სპექტაკლებისა (ლერმონტოვის "მასკარადი", აქედან ცნობილია "ვალსი") და კინოფილმებისათვის ("პეპო"); მისი ნაწარმოებები გამოირჩევა ფერთა სიუხვით, ემოციურობით, მუსიკალური ენის თვითმყოფობით; სომხურ ხალხურ მუსიკასთან ერთად მის მუსიკაზე გავლენა იქონია თბილისურმა ქალაქურმა ფოლკლორმა; სერგეი პროკოფიევთან და დიმიტრი შოსტაკოვიჩთან ერთად საბჭოთა მუსიკის ერთ-ერთ "ტიტანად" მიიჩნევა; 1950 წლიდან ასწავლიდა მოსკოვის კონსერვატორიაში და გნესინების სახელობის ინსტიტუტში, 1951 წლიდან იყო პროფესორი; მისი აღზრდილები არიან: ა. ეშპაი, ე. ოგანესიანი, მ. ტარივერდიევი, ნ. გაბუნია, ა. ვიერუ(რუმინეთი); მან დიდი გავლენა მოახდინა სომეხი და "საბჭოთა აღმოსავლეთის" კომპოზიტორების შემოქმედებაზე; არაერთგზის აქვს გამართული საავტორო კონცერტები თბილისში; საზოგადო მოღვაწე. მოსკოვის კონსერვატორიის საპატიო პროფესორი (1960).

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ.333; ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 580-581

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გერმანიის ხელოვნების აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1961-)
  • ლათინური ამერიკის ქვეყნებთან მეგობრობის და კულტურის თანამშრომლობის ასოციაცია, პრეზიდენტი (1959-)
  • მშვიდობის დაცვის კომიტეტი, წევრი (1962-)
  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი
  • სანტა ჩეჩილიას ნაციონალური აკადემია, საპატიო წევრი (1960-)
  • სომხეთის სსრ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1963-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1973 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1971 - სტალინური პრემია
  • 1965 - სომხეთის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
  • 1959 - ლენინური პრემია
  • 1955 - სომხეთის სახალხო არტისტი
  • 1954 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1950 - სტალინური პრემია
  • 1946 - სტალინური პრემია
  • 1943 - სტალინური პრემია
  • 1941 - სტალინური პრემია

გააზიარე: