შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მამამთავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურა - 1977 წელს. 1973 წლიდან მუშაობს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1977–1985წწ. - უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გულის უკმარისობის განყოფილებაში. ავტორია 39 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება იმუნოლოგიის საკითხებს, გულის კუნთის დაავადებებს, გულის უკმარისობის აქტუალურ პრობლემებს. პრაქტიკულ მუშაობას ეწევა სამედიცინო ფაკულტეტის თერაპიის კათედრაზე. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "იმუნოლოგიური მაჩვენებლების მნიშვნელობა რევმატიული პროცესების აქტივობის შეფასებაში", დაიცვა 1979 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "რედოქს-სტატუსის როლი ენდოთელური დისფუნქციის განვითარებაში გულის უკმარისობის დროს", დაიცვა 2004 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.182; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.348 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |