შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საფო მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი. ლიტერატურული მოღვაწეობა პოეზიით დაიწყო, შემდეგ კი ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი, მაგრამ ლექსების წერა არ შეუწყვეტია. ის ქართული პრესის ფურცლებზე გამოჩნდა ფსევდონიმებით; გაზეთებიდან მას ყველაზე ხშირად მასპინძლობდნენ: "კავკასიონი", "ჩვენი გზა", "ტრიბუნა", "კომუნისტი", "ხმა ქართველი ქალისა"; ჟურნალებიდან: "ლიტერატურული საქართველო“, "პროლეტარული მწერლობა“, "ლომისი“, "ქართული მწერლობა“, "მნათობი". მისი პირველი ლექსი "საქართველო", დაიბეჭდა 1908 წელს. პირველი წიგნი (პოემა "ბახმარო“) გამოვიდა 1927 წელს. "ლიანა ლორდია" იმ დროის ახალგაზრდების საყვარელ წიგნად იქცა. ამ რომანმა მწერალ ქალს "სიყვარულის წიგნის ოსტატის“ და "ლამაზი სიყვარულის ლამაზი მხატვრის" სახელი დაუმკვიდრა. 1932 წ გამოვიდა მისი ლექსების კრებული "პრელუდია"; საფოს პოეზია ფერთა სიუხვითა და თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ბევრი ლექსი სატრფიალო ლირიკის ჟანრს განეკუთვნება. საფო განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალებს შორის. მისი ნაწარმოებების გმირები არიან ქალები, რომლებიც თვითონ იბრძვიან საკუთარი ცხოვრების შესაქმნელად. თანამედროვენი მას ქართველ ჟორჟ სანდს უწოდებდნენ. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში. იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 216-217; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.633 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |