The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია მრევლიშვილი

ანდრია მრევლიშვილი
დაბადების თარიღი:1823
გარდაცვ. თარიღი:5 სექტემბერი, 1889  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის მაზრა.  

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1843 წელს და გაიგზავნა თელავის სასულიერო სასწავლებლის პირველი კლასის მასწავლებლად. იმავე წელს გადმოიყვანეს თბილისში სამრევლო სკოლის მეორე კლასის მასწავლებლად. 1844 -1850წწ.  დუშეთის სამაზრო სასწავლებლის პირველი კლასის მასწავლებელი იყო; 1850 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მმართველობამ გააგზავნა იგი ახალციხის სამაზრო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასიის მასწავლებლად; ოთხი წლის შემდეგ სასწავლებელი დაიხურა, იგი მიავლინეს რაჭაში და დაავალეს გაეხსნა პირველდაწყებითი სასწავლებელი; 1856 წელს იგი ამ სკოლის ზედამხედველის თანამდებობაზე დაამტკიცეს; 1857 წელს იგი დანიშნეს ქუთაისის პირველდაწყებითი სასწავლებლის ზედამხედველად და რუსული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად. ასწავლიდა სიმღერა-გალობას. მუსიკალური ხელოვნების ყველა ხერხის გამოყენებით ღრმად ნერგავდა ძველ ქართულ სიმღერა-საგალობლებს პირველდაწყებითი სასწავლებლებისა და ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლეებში. მის ტრადიციებზე აღიზარდა მრავალი ახალგაზრდა. მან დაიწყო ქართული სიმღერა-საგალობლების ნოტებზე გადაღება. 1878, 1884 და 1886 წლებში საქართველოში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებიდან ირკვევა, რომ  მას მრავალი სიმღერა-გალობა აღუდგენია, დაუხვეწია და გადაუღია ნოტებზე, რომლებიც შემდეგში რამდენჯერმე შეუსწორებია და გამოცემაც მოუწადინებია, მაგრამ მთელი რიგი მიზეზების გამო ვერ შეუსრულებია.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.135; განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net


გააზიარე: