შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ მაღლაკელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1970–1971წწ. მუშაობდა ბორჯომის სანატორიუმ "ლიკანში"; 1971–1977წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პულმონოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1977–1991წწ. ასისტენტი, 1991 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის თერაპია–პულმონოლოგიის კათედრის დოცენტი. 1994–1996წწ. სამკურნალო ფაკულტეტის დეკანი; 1998–2007წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2007–2012წწ. გენერალური დირექტორის მოადგილე. 2015 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა გერმანულ-ქართული კლინიკა შპს "დიაგნოსტიკური სერვისის", 2015 წლიდან კი შპს "აკად. გ. ჩაფიძის სახალობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" პულმონოლოგიის დეპარტამენტებს. 2004 წლიდან არის "საქართველოს რესპირაციული ჟურნალის" მთავარი რედაქტორი; 2007 წლიდან საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი; 2012 წლიდან – აკადემიკოს ფ. თოდუას სახელობის კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კონსულტანტი; 2017 წლიდან ჟურნალ "პულმონოლოგიის" სარედაქციო კოლეგიის წევრი (მოსკოვი); იმავდროულად – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის (GARD) კავკასიის კოორდინატორი და ამავე ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური თავმჯდომარე (2019). 2010 წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ექიმ-კონსულტანტი. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, რომლებიც ეხება რესპირატორული მედიცინის აქტუალურ საკითხებს. ავტორია 42 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ბრონქიალური ასთმის დიაგნოსტიკა–მკურნალობას და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების მკურნალობას. პულმონოლოგი, თბილისის მთავარი იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის შეკუმშვადი ფუნქცია, ცენტრალური და პერიფერიული ჰერმოდინამიკა სხვადასხვა კლასის B–ადრენერგიული რეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებისას მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.189; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 587; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |