The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ აბაშიძე

ვასილ აბაშიძე
დაბადების თარიღი:26 სექტემბერი, 1935  (88 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1955 წელს.

1955–1977წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბალეტის მოცეკვავე); 1965–1997წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; 1972–1973წწ. ქ. ბაღდადში (ერაყი) საბალეტო დასის ერთ–ერთი დამაარსებელი; 1976–1977წწ. ქ. სტარაია ზაგორა (ბულგარეთი) საბალეტო სტუდიის პედაგოგი; 1977–1978წწ. ქ. კიევში იყო ვ. ჭაბუკიანის ასისტენტი "ყინულზე ბალეტის" დადგმაში; 1997–1999წწ. ბათუმის საბალეტო სტუდიის პედაგოგი; მას შესრულებული აქვს: ესპადა (მინკუსი "დონ–კიხოტი"), კომანდორი, ცეკვა კასტანეტებით (კრეინი "ლაურენსია"), როტბარი, ზიგფრიდი, ესპანური ცეკვა, დეზირე (პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), ალბერი (ადანი "ჟიზელი"), ბრამინი(მინკუსი "ბაიადერა"), ასაკი ("ყინულის ქალწული"), ვალსი (მოშკოვსკი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 6

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • 2003 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1989 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: