Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ აბაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1955 წელს. 1955–1977წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ბალეტის მოცეკვავე); 1965–1997წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; 1972–1973წწ. ქ. ბაღდადში (ერაყი) საბალეტო დასის ერთ–ერთი დამაარსებელი; 1976–1977წწ. ქ. სტარაია ზაგორა (ბულგარეთი) საბალეტო სტუდიის პედაგოგი; 1977–1978წწ. ქ. კიევში იყო ვ. ჭაბუკიანის ასისტენტი "ყინულზე ბალეტის" დადგმაში; 1997–1999წწ. ბათუმის საბალეტო სტუდიის პედაგოგი; მას შესრულებული აქვს: ესპადა (მინკუსი "დონ–კიხოტი"), კომანდორი, ცეკვა კასტანეტებით (კრეინი "ლაურენსია"), როტბარი, ზიგფრიდი, ესპანური ცეკვა, დეზირე (პ. ჩაიკოვსკის "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), ალბერი (ადანი "ჟიზელი"), ბრამინი(მინკუსი "ბაიადერა"), ასაკი ("ყინულის ქალწული"), ვალსი (მოშკოვსკი). მსახიობ ტასო აბაშიძის შვილიშვილი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 6; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |