The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა ავალიშვილი

ნანა ავალიშვილი
დაბადების თარიღი:5 ივნისი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს (საფორტეპიანო, პროფ. ანასტასია ვირსალაძის კლასი).

1956 წელს დაამთავრა თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის "ნიჭიერთა ათწლედი" (ფორტეპიანო); 1961 წლიდან იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი და კონცერტმაისტერი, 1964 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კონცერტმაისტერი (საგუნდო კათედრა, ა. ბაგალიშვილის ალტის კლასი); ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც სოლისტი პიანისტი–იმპროვიზატორი და დუეტში გამოდიოდა პიანისტ ნანა დიმიტრიადისთან ერთად; მას დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის – "ამაღამ მგონი, იქნება ქარი", "სამანიშვილის დედინაცვალი" (თბილისის რუსთაველის თეატრი), "მარშალ დეფანტიეს ბრილიანტები" (რ. გაბრიაძის მარიონეტების თეატრი); მუსიკა კინოფილმებისათვის – "ლიმონის ტორტი"(1977, რეჟისორი რ. გაბრიაძე), "სათადარიგო ბორბალი" (1978, რეჟისორი ა. დარსაველიძე), "მწვერვალის დამპყრობნი" (1977, რეჟისორი რ. გაბრიაძე, ა. დარსაველიძე), "შავი მერცხალი" (1986, რეჟისორი თ. დულარიძე).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 12


გააზიარე: