შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ მენთეშაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დმანისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1974–1978წწ. იყო ახმეტის რაიონის რაიონისა და რაიონული საავადმყოფოს ქირურგი, მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1978–1990წწ. სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, ასპირანტი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, კლინიკის მთავარი ექიმი, არის ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის აბდომინური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სწორი ნაწლავის კიბოს, კუჭის კიბოს, რეტროპერიტონული ორგანოსგარეშე სიმსივნეების მკურნალობას. ქირურგ–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სწორი ნაწლავის ადგილობრივად გავრცელებული კიბოს კომბინირებული მკურნალობა წინასაოპერაციო თერმორადიოთერაპიით', დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.199 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |