შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით აკოფაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1903 წლიდან ეუფლებოდა ვოკალურ ხელოვნებას (ლირიკული ბარიტონი), ჯერ პეტერბურგში პროფესორ ფერნი–ჯირალდონისთან (ე. ჯირალდონის დედა), ხოლო 1905 წლიდან სწავლა გააგრძელა მილანში პედაგოგ კაზინისთან; 1908 წლიდან კონცერტებს მართავდა ევროპის, რუსეთისა და საქართველოს ქალაქებში; გამოდიოდა მიშელ დარიალთან, ვიოლონჩელისტ ილ. აბაშიძესთან ერთად; მონაწილეობდა თბილისის საოპერო სტუდიის პირველ დადგმაში დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე" (1919). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 19; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.97 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |