Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი პეტრიაშვილი![]()
Biographyდაამთავრა ასტრახანის სასულიერო სემინარია 1796 წელს. ორი წლის განმავლობაში მღვდლად მსახურობდა ყიზლარში; 1798 წლიდან იქვე მუშაობდა ჯარის ერთ-ერთ პოლკში იმავე თანამდებობაზე; 1803 წელს სინოდმა გაათავისუფლა იგი ბერად შესადგომად, მაგრამ იმავე წელს საქართველოს მთვარმართებელმა გენერალმა ციციანოვმა წამოიყვანა თბილისში თავისი კანცელარიის მთრგმნელის თანამდებობაზე; 1804 წელს დაინიშნა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორად და 1811 წლამდე ასრულებდა ამ თანამდებობას. მას კარგი ადმინისტრატორისა და მასწავლებლის სახელი ჰქონდა მოპოვებული; გაზარდა მოწაფეთა კონტიგენტი, მოაწყო სტამბა სასწავლებელთან, შეადგინა ქართული ენისა და ლიტერატურის ქრესტომათია, თარგმნიდა რუსული ენიდან სახელმძღვანელოებს და ხელმძღვანელობდა მათ ბეჭდვას სასწავლებლის სტამბაში; 1806 წელს მეფეს თხოვა თანამდებობიდან განთავისუფლება ბერად აღკვეცის მიზნით, მაგრამ ალექსანდრე I-მა არ გაანთვისუფლა; 1810 წელს მან კვლავ აღძრა შუამდგომლობა მეფის წინაშე დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და მისი თხოვნა დააკმაყოფილეს. თვალსაჩინო ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. წყარო: http://nateba.net/index.php/biographies/159-petriashvili Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |