The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მეუნარგია

ვახტანგ მეუნარგია
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1935
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 2022  (86 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1959 წელს.

1959–1962წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1962–1971წწ. თბილისის ონკოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1970წწ. სტაჟირებას გადიოდა მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში, 1971–1975წწ. იყო უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1975 წლიდან აკად. გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის  სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის იმუნოჰემატოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით,  საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი. ავტორია 96 სამეცნიერო ნაშრომისა სიმსივნეების, ლეიკოზების, ლიმფოპროლიფერაციული დაავადებების იმუნოლოგიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "იმუნოლოგიური ამოცნობის მოლეკულური და უჯრედული ასპექტები" (რუსულ ენაზე, "მეცნიერება", 1988). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს საავტორო ჯილდოები (1987, 1988, 1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). იმუნოჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლიმფოციტების, ვირუსების და სამიზნე უჯრედების ურთიერთმოქმედების ექსპერიმენტული შესწავლა", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.203;საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 255

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ფრონტი - რადიკალური კავშირი, წევრი
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: