შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინათინ მიქაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1979 წელს. 1979–1981წწ. იყო ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი ორთოდონტიაში; 1981–1995წწ. ამავე კათედრის ასისტენტი, 1995 წლიდან დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორთოდონტიის დეპარტამენტის პროფესორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, ყბა-კბილთა სისტემის ანომალიებისა და დეფორმაციების, ზედა ტუჩისა და სახის თანდაყოლილი ნაპრალის მკურნალობის პრობლემებზე. ექიმი-სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს სსრ თამბაქოს, ჩაისა და ციტრუსების მწარმოებელ სასოფლო–სამეურნეო რაიონებში დაბადებულ და მცხოვრებ ბავშვთა კბილთა ამოჭრის ვადები და კბილთა და თანკბილვის მდგომარეობა", დაიცვა 1988 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ყბა-კბილთა სისტემის დეფორმაციების კლინიკა და ორთოდონტული მკურნალობა ზედა ტუჩისა და სასის თანდაყოლილი ნაპრალის მქონე ბავშვებში და მოზარდებში", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.206; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.353 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |