Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელგუჯა მირესაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ძეგვი, მცხეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1968წწ. იყო სოხუმის I საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ორდინატორი; 1968–1988წწ. სოხუმის I პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე; 1985 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი თერაპევტი. 1988 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგე. ავტორია 57 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სასუნთქი ორგანოების დაავადებათა ეპიდემიოლოგიის, ეტიოლოგიის საკითხებს. არის 3 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, აკად. ი. ვეკუას სახელობის ინსტიტუტის პრორექტორი, ჟურნალ "მედიკოსის" მთავარი რედაქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მწვავე პნევმონიები აფხაზეთის მოსახლეობაში 1954–1967 წლებში", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მწვავე რესპირატორული დაავადებების ეტიოლოგია და მისი მნიშვნელობა სასუნთქი ორგანოების დაავადებათა ქრონოზაციის გამაფრთხილებელ ღონისძიებათა შესახებ პოლიკლინიკის პირობებში", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.205; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.205 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |