Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ მირიანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ანაგა, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1963–1965წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა, 1957–1960წწ. იყო საექიმო უბნის გამგე; 1960–1963წწ. სიღნაღის საავადმყოფოს ქირურგი; 1963–1965წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კლინიკური ორდინატორი; 1965–1967წწ. რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგი, 1967–1979 წლებში უროლოგიური განყოფილების ორდინატორი, 1979 წლიდან ამავე განყოფილების გამგე. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ქირურგიისა და უროლოგიის აქტიურ პრობლემებს. ატარებს ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს ზოგად ქირურგიასა და უროლოგიაში. ქირურგი–უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რკინიგზის საექიმო–სანიტარული სამსახურის მთავარი სპეციალისტი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საზარდულის თიაქრების ოპერაციული მკურნალობა და შორეული შედეგები", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.206 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |