შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა მონიავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენის ფაკულტეტი 1951 წელს. 1954–1957წწ. იყო საქართველოს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1957–1963წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1963–1977წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, 1977 წლიდან ნეიროენდოკრინოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება თანამედროვე ნეიროფიზიოლოგიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, თავისა და ზურგის ტვინის მოქმედების საკვანძო საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თალამური ბირთვების გავლენა თავის ტვინის აქტივობაზე"(მეცნიერება, 1985). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ექიმი–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2002 წელს მიღებული აქვს "ქ. თბილისის ერთგულების მედალი". საკანდიდარო დისერტაცია თემა - "ზურგის ტვინის ვაზური და ტონური საკოორდინაციო აპარატების ფუნქციური თავისებურებანი და მათი ურთიერთმოქმედება", დაიცვა 1962 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "თალამოქერქული ურთიერთმოქმედების შესახებ", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.207; ივანე ბერიტაშვილის ექსერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი: www.lifescience.org.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.297 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |