The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით დოლიძე

დავით დოლიძე
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1908
გარდაცვ. თარიღი:9 სექტემბერი, 1960  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მექანიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბუკნარი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1928 წელს.

1934-1938წწ. იყო თბილისის სატყეო ინსტიტუტის, ხოლო 1939-1947წწ. საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის მათემატიკის კათედრის გამგე; 1941-1945წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განყოფილების სწავლული მდივანი; 1947-1954წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო ნაწილში; 1949-1954წწ. ტექნიკური მექანიკის კათედრის გამგე; სწავლობდა ბლანტი სითხის არასტაციონალურ სასაზღვრო ამოცანათა ამონახსნების ეფექტური აგების, არსებობისა და ერთადერთობის საკითხებს; იყო საქართველოში ჰიდროაერომექანიკის დარგის მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი; 1960 წელს მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის პირველი პრემია სახელმძღვანელოსთვის "ჰიდრომექანიკა". ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1945), პროფესორი (1945).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.473

ბიბლიოგრაფია

  • ჰიდროაერომექანიკა : სახელმძღვ. მექანიკა-მათემატიკის ფაკ-ტის სტუდ. (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1960. - 402გვ.

გააზიარე: