Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგო შარაშიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საყვავისტყე, ჩოხატაურის რაიონი. 12 წლისა ქუთაისის საბაღოსნო სასწავლებელში მოეწყო, სადაც მხოლოდ 7 თვემდე დაჰყო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში მოახერხა რუსული წერა-კითხვის შესწავლა, შემდეგ სწავლა განაგრძო ოზურგეთის სამაზრო სასწავლებელში, რომელიც დედის გარდაცვალების გამო ვერ დაამთავრა. გულმოდგინედ მოკიდა ხელი თვითგანვითარებას, სახალხო მასწავლებლობისათვის მოემზადა და 1869 წლიდან მუშობა დაიწყო სოფელ ძიმითის სკოლაში. ხუთი წლის მერე მასწავლებლად გადავიდა სოფელ ბახვში. ამ პერიოდში აქტიურად ჩაება ხალხოსნურ მოძრაობაში და მისი ინიციატივით ბახვსა და სოფელ ლიხაურში ხალხოსანთა წრეები ჩამოყალიბდა. 1905 წელს მასწავლებლად მუშაობდა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებელთ გახსნილ დამატებით კლასებში, შემდეგ ჭიათურის ქალთა სასწავლებელში. გარდა პედაგოგიური საქმიანობისა პრესაშიც წერდა, უმთავრესად სოფლის მეურნეობის საკითხებზე. მისი ნაშრომები "ვაზის ექვსი საუკეთესო გურული ჯიშია ამპელოგრაფია" და "გურიაში შეგროვებული სალექსიკონო მასალა" თავის დროზე ვრცლად გამოიყენა აკადემიკოსმა ივანე ჯავახიშვილმა და ამ ნაშრომთა დიდი ღირსება აღნიშნა. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე საინტერესო წერილები გურიის სახალხო სკოლების ისტორიიდანაც. წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და ბიოგრაფიები: nateba.webbreeze.net; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |