The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ორახელაშვილი

დაბადების თარიღი:24 ივნისი, 1937  (87 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო-პროფილაქტიკური ფაკულტეტი 1965 წელს.

1967–1969წწ. იყო ბაქოს ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ანესთეზიოლოგი; 1969–1972წწ. მოსკოვის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ცენტრალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ანესთეზიოლოგიის და რეანიმაციის განყოფილების ასპირანტი; 1973-1978წწ. თბილისის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-1984წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1990წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV მთავარი სამმართველოს სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის კლინიკური განყოფილების გამგე; 1981-1993წწ. ექიმი-კონსულტანტი ანგოლის სახალხო რესპუბლიკაში; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კატასტროფების მედიცინის განყოფილების გამგე; 1988 წლიდან კატასტროფების მედიცინის ცენტრის ექიმი-კონსულტანტი. ავტორია 64 სამეცნიერო ნაშრომის, მეთოდური რეკომენდაციების. მის სახელს უკავშირდება საქართველოში კატასტროფების მედიცინის სამეცნიერო განყოფილების შექმნა. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნატრიუმის ოქსიბუტირატის გამოყენებით ინტრავენური კომბინირებული ანესთეზია ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.230; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.206

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • პათოფიზიოლოგიის სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კატასტროფების მედიცინის და კრიტიკული სიტუაციების ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

გააზიარე: