შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ერმილე შარაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი დაბლაციხე, ჩოხატაურის რაიონი. ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის დამთვრების შემდეგ შევიდა ხონის საოსტატო სემინარიაში. ამ სასწავლებლის სრული კურსი ვერ დაამთავრა. სემინარიის დირექტორთან კონფლიქტის გამო, იძულებული იყო სემინარია ბოლო კურსიდან დაეტოვებინა. 1888 წელს ჩააბარა გამოცდა საქალაქო და სამრევლო სკოლების მასწავლებლობის უფლებაზე და მუშაობა დაიწყო ზუგდიდის მაზრაში. მუშაობდა ჯერ სოფელ კორცხელში, შემდეგ წალენჯიხაში, და ბოლოს, ზუგდიდის საქალაქო სასწავლებელში. სოფელ კორცხელში მისი მასწავლებლობის დროს, მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით აგებულ იქნა სკოლის ის შენობა, რომელიც დღემდე არსებობს. სოფელ წალენჯიხაში მასწავლებლობის პერიოდში იქაც ააგებინა ახალი სასკოლო შენობა. 1891-1898წწ. მნიშვნელოვანი მუშაობა აქვს ჩატარებული ზუგდიდის საქალაქო სკოლაში. 1899 წელს მშობლიურ სოფელ დაბლაციხეში დაბრუნდა. აქ თავის ძმასთან, ალექსანდრესთან ერთად გახსნა ორკლასიანი კერძო სასწავლებელი, რომელსაც ძმები თვითონ ინახავდნენ. 1903 წელს იგი ბათუმის მეორე ქართული სკოლის გამგედ მიიწვიეს. ბათუმში მან მნიშვნელოვანი სამუშო ჩაატარა არა მარტო სკოლაში, არამედ აჭარის მოსახლეობაშიც. ის ფართო აგიტაციას ატარებდა აჭარელთა შორის ეროვნული თვითშეგნების დასანერგად და მათი კულტურის დონის ასამაღლებლად. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ორი ათული წელი იმუშავა საბჭოთა სკოლაში. უკანასკნელ ხანებში ის თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად. მის კალამს ეკუთვნის ორი პიესა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.105; განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.net ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |