The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსი რობაქიძე

დაბადების თარიღი:4 ივნისი, 1924  (99 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოგნი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1947–1951წწ. იყო მთაწმინდის რაიონის ონკოლოგიური პუნქტის გამგე; 1948–1949წწ. სტომატოლოგიური ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1948 წლიდან მუშაობდა კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში.  იყო წყალტუბოს, საირმის, ლაშიჭალისა და სიმონეთის კურორტთა კონსულტატი. ავტორია 114 სამეცნიერო ნაშრომის. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "ჩონჩხის მუსკულატორის ტონუსის ცვლილებები ტკივილისა და ბალნეოპროცედურების გავლენით", დაიცვა 1955 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორგანიზმში მინერალური წყლების ზოგიერთი ელემენტის ცვლის მექანიზმის გამოკვლევა ნეიტრონული აქტივაციის მეთოდით", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.240; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.279

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდიუმი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის
  • 1986 - შრომის ვეტერანის მედალი
  • 1970 - მედალი "ვ. ი. ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის გამო"

გააზიარე: