Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ბარკალაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებული აკადემიის მუსიკალური სკოლა და აკადემიის მუსიკალური სასწავლებელი 1989 წელს(საფორტეპიანო), პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1994 წელს(საკონცერტო-საშემსრულებლო, საორგანო, მუსმცოდნეობა). 1996 წელს იყო მოსკოვის კონსერვატორიაში მ. მეჟლემოვას ასისტენტ-სტაჟიორი; 2001 წელს ელექტრო-აკუსტიკური საკომპოზიციო ფაკულტეტის და სტუდიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი; 1996-2002წწ. იყო მოსკოვის კონსერვატორიის "ახალგაზრდული ფილარმონიის" სამხატვრო ხელმძღვანელი; 2000-2008წწ. კამერული დარბაზების დირექტორი და საკონცერტო მუშაობის უფროსის მოადგილე; 2004 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის უფროსი პედაგოგი, მიყავს კურსი "მუსიკის შინაარსის თეორია"; ეწევა სოლო საკონცერტო მოღვაწეობას: რუსეთი, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, ჩეხეთი; მონაწილეობდა ფესტივალებში რუსეთსა და ევროპაში, მათ შორის: "მოსკოვური შემოდგომა"(რუსეთი), მესიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი(საფრანგეთი), ტრირეს ფესტივალი(გერმანია), დ. შოსტაკოვიჩისადმი მიძღვნილი ფესტივალი(2006, საფრანგეთი), მონპელიეს ფესტივალი(საფრანგეთი), ფესტივალი "Multiphonia"("Radio Frace", პარიზი, საფრანგეთი); არის ფესტივალების ორგანიზატორი: "ახალი ევროპის ხმები"(1998), "ოლივიე მესიანი და მისი სკოლა"(2002), "დ. შოსტაკოვიჩის დღეები"(2006, თანაორგანიზატორი, პარიზი); მასტერ-კლასები: ჩეხეთი, საფრანგეთი; მისი მოწაფეა ფრ. რენუ(პარიზის ნორჩ პიანისტთა "იამაჰას" კონკურსის ლაურეატი); მის რეპერტუარშია: გ. ყანჩელი, ი. ს. ბახი, კ. ფ. ე. ბახი, შოპენი, შუმანი, ჰაიდნი, ბრამსი, რახმანინოვი, სკრიაბინი, ა. და ნ. ჩერეპნინები, XX საუკუნის დასაწყისის ემიგრაციაში მოღვაწე რუსი ავანგარდისტები: ნ. ობუხოვი, ი. ვისნეგრადსკი, ა. ლურიე, აგრეთვე თანამედროვე კომპოზიტორები: გი რებელი, პ. ბულეზი, ა. პიარტი; 2007-2011წწ. გაიარა დოქტურანტურა უნივერსიტეტში "პარიზი-8"(საფრანგეთი); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი; 2012 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია უნივერსიტეტში "პარიზი-8" და მიენიჭა ესთეტიკისა და მუსმცოდნეობის დოქტორის წოდება; მუსიკისმცოდნე, პიანისტი, ორგანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 65 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |