შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური პრუსეცკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიროვობადი(ახლანდელი განჯა, აზერბაიჯანი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს. 1943-1947წწ. იყო სამხედრო ექიმი; 1948 წელს სტალინგრადის სანიტარული ინსტრუქტორი; 1948-1958წწ. ექიმი-ბალნეოლოგი; 1958-1961წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილების გამგე; 1960-1964წწ. წყალტუბოს სანატორიუმ "ცენტროსოიუზის" მთავარი ექიმის მოადგილე; 1964-1969წწ. მთავარი ექიმი, 1969 წლიდან კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაზე ფიზიო-ბალნეოფაქტორების ზეგავლენის პრობლემებზე. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო ნაშრომების შესრულებას. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ფუნქციური დიაგნოსტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Влияние Цхалтубских ванн на газообмен животных(собак) в норме и патологии в экспериментальном неврозе", დაიცვა 1964 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.235 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |