The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გერასიმე ცაგარეიშვილი

გერასიმე ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 1927  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოჩა-ჯიხაიში, ხონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი 1883 წელს. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ შევიდა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1893 წელს დაასრულა.

იაკობ ფანცხავასთან ერთად ბათუმში გახსნა პირველდაწყებითი სკოლა პანსიონით და გაკვეთილების გასამეორებელი კლასებით. 1894 წელს მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ქუთისის სათავადაზნაურო სასწავლებელში. აქ იგი წარმატებით ასწავლიდა რუსულსა და ლათინურ ენებს, ისტორიას, გეოგრაფიასა და არითმეტიკას. 1904-1905 სასწავლო წლიდან ქუთაისის სააზნაურო სკოლა გიმნაზიად გადაკეთდა, გიმნაზია მალე გადაიქცა განათლებისა და კულტურის ერთ-ერთ კერად დასავლეთ საქართველოსათვის. გერასიმე ცაგარეიშვილი ყველა კულტურული დაწესებულების ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო. ამავე დროს იგი რამდენჯერმე იყო არჩეული ქუთისის საქალაქო საბჭოს ხმოსნად. სილოვან ხუნდაძესთან ერთად იგი გიმნაზიის ინსპექტორად აირჩიეს და თანამდებობაზე დარჩა გიმნაზიის ტექნიკუმად გადაკეთბამდე. მან თავისი წვლილი შეიტანა სკოლის გაეროვნების საქმეშიც. 1920 წელს გამოიცა მისი გეოგრაფიის სახელმძღვანელო. ექვსი წელიწადი ემსახურა საბჭოთა სკოლას და აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის მშნებლობაში.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში - იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netსახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრ. 2/საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს სახალხო განათლების სახელმწიფო მუზეუმი, რედაქტორი ალ. შვანგირაძე. -თბ., 1955.-გვ.243-247

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1902-)

ბიბლიოგრაფია

  • გეოგრაფია (ავტორი) // ნაწ. 3, ევროპა. - ქუთაისი, გამოცემა "განათლების" ამხანაგობისა, 1920. - 88გვ.
  • გეოგრაფია (თანაავტორი) // ნაწ. 1 . - ქუთაისი, განათლება-ს გამოცემა, 1918. - 88გვ.

გააზიარე: