შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1963 წელს (ჰობოი). პირველადი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში", რომელიც დაამთავრა 1958 წელს (ჰობოი), ამავე წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჰობოისტი, კონცერტმაისტერი; 1975 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1992 წლიდან პროფესორი, 1990-2014წწ. ჩასაბერ საკრავთა კათედრის გამგე, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან; მონაწილეობდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის, საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მუშაობისას ქართველ კომპოზიტორთა ყველა ნაწარმოების, აგრეთვე სხვა რეპერტუარის შესრულებაში; გასტროლებით მოგზაურობდა: სსრკ, ავსტრია, გერმანია, ინგლისი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან, საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან ერთად; ჰყავდა ლაურეტი მოწაფეები: გ. ქობულაშვილი, დ. ჭუმბურიძე, გ. გვანცელაძე, ქ. ტიღაშვილი, ნ. მაჭავარიანი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 76; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.76 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |