შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ დონდუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ-გეოლოგიური ფაკულტეტი 1950 წელს. 1953-1975წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიულ ინსტიტუტში სწავლულ მდივნად; 1961-1974წწ. იყო ბუნების გარდაქმნის კომპლექსური კვლევის პრობლემათა საქართველოს სექციის სწავლული მდივანი; 1975 წლიდან გარდაცვალებამდე - ქსე-ის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგე; მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; იყო ფართო პროფილის გეოგრაფი; იკვლევდა საქართველოს სხვადასხვა რაიონის გეომორფოლოგიას, შეისწავლა მდინარეების ჯეჯორისა და ღარულის (რიონის მარცხენა შენაკადები) აუზების ძველმყინვარული რელიეფის ფორმები; მისი ავტორობით გამოიცა დაწყებითი კლასების გეოგრაფიისა და ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელოები და სასწალო გეოგრაფიული რუკები; მისი აქტიური მონაწილეობითა და რედაქტორობით გამოიცა "გეოგრაფიის ტერმინოლოგია" (1967); გარკვეული წვლილი შეიტანა ქართული ენციკლოპედიის გამოცემის საქმეში - დაადგინა ენციკლოპედიური ტერმინოლოგია, მოამზადა სხვადასხვა სახის გეოგრაფიული ლექსიკონები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.481 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |