შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შადიმან სახვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-1978წწ. იყო თბილისის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ინტერნი; 1979-1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-1990წწ. ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიისა და ს/ს ქირურგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 29 სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი გამოგონებისა, რომლებიც ძირითადად ეხება ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის საკითხებს. ფლობს ტრამვატოლოგ-ორთოპედთა საერთაშორისო ორგანიზაციის(AO-International, შვეიცარია) სერტიფიკატს. ორთოპედ-ტრამვატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ტრამვატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრის ასისტენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბარძაყის ძვლის ყელის ვირუსული დეფორმაციის შორსწასული ფორმების მკურნალობა საკორექციო-დამაგრძელებელი ოსტეოტომიებით", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.249 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |