The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ვადიმ სააკაძე

დაბადების თარიღი:12 მაისი, 1931  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1957-1961წწ. იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების უფროსი ორდინატორი; 1961-1973წწ. თბილისის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესიულ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი; 1973-1982წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა კათედრის დოცენტი, 1982-1991წწ. პროფესორი, 1991 წლიდან კათედრის გამგე, 1994 წლიდან პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტის დეკანი. ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის საფუძვლებს, მათ შორის  რამდენიმე მონოგრაფია: "პროფესიული დაავადებები", სახელმძღვანელო სსი-ს სტუდენტებისათვის, 1973; "თერაპიული ცნობარი"(პროფ. ვ. ალადაშვილის რედაქციით), 1980; "Справочник по профессиональной", 1981; "საოჯახო მედიცინა"(პროფ. ვ. ალადაშვილის რედაქციით), 1984; "Профессиональная бронхиальная астма", 1989. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 სადოქტორო და 10 საკანდიდატო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უნივერსიტეტის  შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა კათედრის გამგე, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნატურალური აბრეშუმის წარმოების მუშათა სასუნთქი ორგანოების პროფესიული ალერგიული დაავადებები", დაიცვა 1967 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "პროფესიული ბრონქული ასთმის პრობლემების კლინიკურ-ჰიგიენური ასპექტები", დაცვა 1980 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.245

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • სადისერტაციო საბჭო, წევრი
  • საკოორდინაციო და საპროფესორო საბჭო, სწავლული მდივანი
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოსა და რუსეთის სამედიცინო ჟურნალების სარედაქციო კოლეგია და საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია

  • პროფესიული დაავადებები : სახელმძღვ. თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის და საქ. უმაღ. სამედ. სასწ. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, ზეკარი, 2000. - 806გვ.

გააზიარე: