შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხაილ ბუხბინდერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1932 წელს (საფორტეპიანო), ლენინგრადის კონსერვატორია 1937 წელს (სადირიჟორო). 1937–1946წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1946–1950წწ. ქ. ულან–უდეს (ბურიატია) ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, 1950-1967წწ. ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1957-1967წწ. იყო ნოვოსიბირსკის კონსერვატორიის პედაგოგი, დოცენტი (1963); 1967-1970წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; დირიჟორობდა (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში): როსინი "სევილიელი დალაქი", პუჩინი "ტოსკა", ვერდი "რიგოლეტო", "ტრავიატა", "ტრუბადური", ლეონკავალო "ჯამბაზები", ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", რიმსკი-კორსაკოვი "მეფის საცოლე", ერკელის ოპერა "ბანკ-ბან" (ნოვოსიბირსკი). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 85 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |