The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ სოსელია

დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1938  (87 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1986 წელს.

1968-1970წწ. მუშაობდა გორის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში; 1970 წლიდან იყო ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 130 სამეცნიერო ნაშრომისა ჰემატოლოგიისა და იმუნოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "კლინიკური იმუნოლოგია"(თანაავტორი ნ. ტატიშვილი, "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1986), "Молекулярные и клеточние аспекты иммунологического распознавания"(соавт. Татишвили Н. И. Меунаргиа В. В., "Мецниереба", Тбилиси, 1988), "იმუნოლოგიური მეთოდები კლინიკაში(თანაავტორი ნ. ტატიშვილი, "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1989). სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძრვანელობას უწევდა მიკრობიოლოგიის ლაბორანტებს. აქვს გამოგონებები(საავტორო მოწმობა №1009502, 1982; №731963, 1980). პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რადიალური იმუნოდიფუზიის მეთოდის სადიფერენციაციო-დიაგნოსტიკური მნიშვნელობა მიელომური დაავადებების დროს", დაიცვა 1976 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.254

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჰემატოლოგთა და ტრანსფუზიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საპატიო სიგელი
  • 1984 - საპატიო სიგელი
  • 1984 - სსრკ გამომგონებელი
  • 1973 - საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: