შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თინა დონჟაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს. იყო II მსოფლიო ომის მონაწილე; 1947 წელს დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა "ვერ მიგატოვებ"; ომის თემაზე აქვს შექმნილი რომანი "განთიადი"(1950) და მოთხრობა "ჩემი მეგობარი"(1963); ყურადღებას იპყრობს ასევე მისი რომანები - "ალაზანზე"(1956) და "გონჯაურა"(1988); აგრეთვე კრებულები: "ვერ მიგატოვებ" (1971), "შორ გზაზე" (1976); ნარკვევების კრებულები: "შრიალებდეს ტყე" (1961), "მთებში" (1967), "ალისფერი ვარდები" (1971), "მთა და ბარი" (1974); ავტორია პიესებისა: "ახალი ქართლი" (1948), "გამარჯვებულთა ღიმილი" (1949, დაიდგა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში); მისი ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.484 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |