შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა სტურუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის სახელობის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1977-1979წწ. წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურა; 1979-1982წწ. მოსკოვის ენდოკრინოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასპირანტურის კურსი; 1083-1984წწ. იყო მოსკოვის ენდოკრინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1986წწ. თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1991წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1997წწ. სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1997 წლიდან ნევროლოგიის ინსტიტუტის რენტგენო-რადიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. არის 21 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიფუზური ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის ენდოკრინული ასპექტები", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.255 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |