The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ჯანაშია

ნიკო ჯანაშია
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ჯანაშია
სხვა სახელი:ჰამუდ-ბეი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:6 ივნისი, 1918  (46 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელ აძიუჟბას სასაფლაო, ოჩამჩირის რაიონი
კატეგორია:ეთნოლოგი, პედაგოგი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აძიუბჟა, ახლანდელი ოჩამჩირის რაიონი.

დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია 1891 წელს.

იმავე წელს დაინიშნა მასწავლებლად სოხუმის მთიელთა სკოლაში; 1892 წელს გადავიდა მასწავლებლად ოზურგეთის მაზრის სოფელ მაკვანეთში; მაკვანეთიდან იგი გუდაუთის სამინისტრო სკოლის გამგედ გადაიყვანეს. მისი მოსვლის შემდეგ სკოლა მალე მოწინავეთა რიგებში ჩადგა; გუდაუთში იგი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა; აქვეყნებდა წერილებს გაზეთებში; 1899 წელს იგი სენაკის ქართული სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს. მან ამ სკოლაშიც საქმისადმი დიდი სიყვარული და ენერგია გამოიჩინა; დიდი ღვაწლი მიუძღვის სოხუმის სამასწავლებლო სემინარიის დაარსებაში(1915 წ); იგი იყო იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიური შეხედულებების მიმდევარი; 1909 წელს მისი აქტიური მონაწილეობით გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის ფილიალი; 1910 წელს სათავეში ჩაუდგა ამ საზოგადოების ქართულ სკოლას სოხუმში; ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას; სწავლობდა ქართველი ხალხის მატერიალურ და სულიერ კულტურას; დიდი წვლილი შეიტანა აფხაზი ხალხის ყოფისა და რელიგიური რწმენების კვლევაში; ეთნოგრაფიულ წერილებს ბეჭდავდა: "სახალხო გაზეთში", "მოამბეში", აკაკის კრებულში, აგრეთვე ჟურნალ "ხრისტიანსკი ვოსტოკში". საზოგადო მოღვაწე.

წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.webbreeze.netქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.536; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.140

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: